ფეხბურთი

1:10 | 3.05.2024 | ნანახია 0 - ჯერ

"ლევერკუზენი" ევროპა ლიგის ფინალთანაც ახლოსაა

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა. „ლევერკუზენმა“ სტუმრად „რომა“ 2:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს გუნდები ამ ტურნირის ნახევარფინალში შარშანაც შეხვდნენ და მაშინ იტალიელებმა მოახერხეს ორი მატჩის ჯამში მოგება (1:0), მაგრამ ახლა ჩაბი ალონსოს გუნდი რევანშთან ძალიან ახლოსაა.

ფლორიან ვირტცმა და რობერტ ანდრიხმა თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანეს რომაულ გუნდს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. „ფარმაცევტები“ მიმდინარე სეზონში ისევ დაუმარცხებელი არიან (47 მატჩი, 39 მოგება, 8 ფრე) და ძნელი წარმოსადგენია, ვის შეუძლია მისი შეჩერება. „ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგა უკვე მოიგო, გერმანიის თასის ფინალშია და ევროპა ლიგის ფინალთანაც ახლოსაა - მოკლედ, სამი ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

მეორე ნახევარფინალში „მარსელმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა: ეს შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა და ყველაფერი საპასუხო თამაშში უნდა გაირკვეს. იტალიელები ჯანლუკა სკამაკას გოლით სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე შანსელ მბემბამ გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1.

ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:53 | 29.04.2020
dinamo222 (8587)

გუსტავ შებეში (უნგრეთის დიდი გუნდის მწვრთნელი) ფეოლა ერერა მიხელსი ლობანოვსკი გვარდიოლა და მერე სხვები იმიტომ რომ ამ ხუთმა მწვრთნელმა შემოიტანა ფეხბურთში რევოლუციული ცვლილებები და ახალი თამაშის სტილი

23:47 | 29.04.2020
aulol besoi (1291)

მე ბობი რობსონს ჩავაკვეხებდი რამენაირად, რაღაცა მევასებოდა რობსონი

23:38 | 29.04.2020
barca 4 - ever (2051)

მიხელსი,კრუიფი და გვარდიოლა უნდა იყოს პირველი სამეული!

23:48 | 29.04.2020
aulol besoi (1291)

ხო და მეორე სამეული - ვილანოვა, მარტინო,ლუის ენრიკე.
მე7 - რაიკაარდი

0.062521