ფეხბურთი

0:50 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემს" აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 24-ე წუთზე ტრევო ჩალობამ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში ნიკოლას ჯექსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ჩელსიმ“ ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე გადავიდა, ევროზონას კი, უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 60 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118044