ფეხბურთი

20:34 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს"
"მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია.

როგორც „კარლსრუეს“ ფეხბურთელმა აღნიშნა, ის ყველაფრის წინააღმდეგია, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს:

„ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო“, - დაწერა სოციალურ ქსელში ზივზივაძემ.

0.116389