ფეხბურთი

17:30 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" მორიგი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისის „იბერიამ“ სტუმრად „სამტრედია“ დამაჯერებლად დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი მიქაძის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო მალევე ბაქარ ქარდავამ ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა.

თბილისელებმა საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დააფიქსირეს, თავი შეიკნე სილამ გამოიჩინა.

„იბერია“ 29 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ ეთამაშება, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით ბოლო პოზიციაზეა და წინ „გაგრასთან“ მატჩი აქვს.

„სამტრედია“ – „იბერია“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 კოხრეიძე (56), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90)

0.108457