14:53 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტერზიჩი: „ბორუსიას“ ახლა მხოლოდ ფრე სჭირდება მეორე მატჩში"

„ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში პსჟ-სთან გამარჯვების შემდეგ (1:0) კომენტარი გააკეთა.

„ეს არის დამსახურებული გამარჯვება, კარგი გუნდური თამაში. ჩვენც მათსავით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ამიტომ, ჩემი აზრით, შედეგი არ არის ცუდი. ბევრი ვიმოძრავეთ, მაგრამ ეს აუცილებელია ასეთ მატჩში. „უემბლიზე“ თამაშის უფლება უნდა მოიპოვო.

ახლა მხოლოდ ფრე გვჭირდება საპასუხო მატჩში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოგებაც გვინდა მომავალ კვირას. ჩვენ გვაქვს მცირე უპირატესობა და კარგი შესაძლებლობა“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური ტერზიჩის სიტყვებს.

საპასუხო თამაში ერთი კვირის შემდეგ, 7 მაისს, პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.111969