13:38 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო: „გვინდა დავივიწყოთ ტკივილი, მთავარია მეორე შანსი მივიღეთ"

„ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებს ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომასთან“ პირველი მატჩის მოლოდინი გაუზიარა.

„დრო სჭირდება ისეთი თამაშის შესწავლას, როგორიც გასულ სეზონში იყო (ევროპა ლიგის ნახევარფინალში მარცხი „რომასთან“). მაგრამ გუნდი გაიზარდა და სიტუაცია ახლა შეიცვალა. მთელი სეზონის განმავლობაში გვქონდა ფინალში გასვლის სურვილი. ახლა გვინდა გადავდგათ საბოლოო ნაბიჯი. ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გვინდა დავივიწყოთ ტკივილი, მთავარია მეორე შანსი მივიღეთ“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური ალონსოს სიტყვებს.

„რომასა“ და „ბაიერის“ მატჩი დღეს, 2 მაისს გაიმართება რომში და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ ამ ტურნირის ნახევარფინალში. მაშინ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება რომაელებს დარჩათ (1:0, 0:0).

0.116886