ფეხბურთი

11:07 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის კანდიდატები დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის პრველი ნახევარფინალების საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე წარდგენილი ფეხბურთელების ვინაობა გახდა ცნობილი. უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამ ჯილდოს ნომინანტები მადრიდის „რეალის" ბრაზილიელი გარემარბი ვინისიუსი და დორტმუნდის „ბორუსიის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი არიან.

ვინისიუს ჟუნიორმა „რეალის" პირველ გასვლით მატჩში მიუნხენის „ბაიერნთან" ორი გოლი გაიტანა, რამაც მადრიდულ გუნდს საბოლოოდ ფრე 2:2 მოუტანა.

მატს ჰუმელსი დაეხმარა დორტმუნდის „ბორუსიას“ პსჟ-სთან „მშრალი ანგარიშით“ საშინაო გამარჯვებაში (1:0). მოთამაშის პირადი სტატისტიკა მოიცავს 4 ართმევას და პასის 86%-იან სიზუსტეს.

0.128133