სამწლიანი პაუზის შემდეგ „პარმა“ სერია A-ში დაბრუნდა. ემილიელებმა სერია B-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს ელიტის საგზური.
„პარმა“ 36-ე ტურში სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ „ბარის“ დაუზავდა (1:1), რის შედეგადაც, 74 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსანი „ვენეცია“ ვეღარ დაეწევა.
„პარმა“ იტალიის სერია A-ში ბოლოს 2020-2021 წლების სეზონში თამაშობდა და მას მერე 3 წელი სერია B-ში გაატარა.
სერია A-ს საგზურთან ახლოსაა „კომოც“, რომელიც უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს, მესამე წარმატებული გუნდის ვინაობა კი, პლეი-ოფით გაირკვევა, სადაც ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეც“ ითამაშებს.