ესპანური გაზეთი Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა შეიძლება „ნაპოლის“ მოთხოვნა წაუყენოს ქართველი შემტევის „ბარსელონაში“ გაშვებასთან დაკავშირებით.
წყაროს თანახმად, ჯუღელი კვარაცხელიას ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ფასად 100 მილიონი ევროს მითითება სურს.
თავის მხრივ, ნეაპოლელები ბონუსების ჩათვლით 4.5 მილიონი ევროს ხელფასზე არიან თანახმა, ხოლო გამოსასყიდი ფასის განსაზღვრა 130 მილიონ ევრომდე სურთ. შესაბამისად, მხარეებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და თუ ჯუღელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება მან კლუბს ხვიჩას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლუბში 1.2 მილიონი ევროთი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.