ფეხბურთი

15:50 | 1.05.2024 | ნანახია 0 - ჯერ

AS: "ატლეტიკოში" იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს

ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს „ატლეტიკოს“ უკავშირებს.

წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხილება შეუცვლელ ფიგურად და კლუბი ზაფხულში მოუსმენს შეთავაზებებს, რომელსაც სლოვენიელ კიპერზე მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ობლაკით ინგლისური კლუბები დაინტერესდებიან და თვითონ მეკარესაც კარიერის გაგრძელება სწორედ პრემიერლიგაში ურჩევნია, თუ „ატლეტიკოს“ დატოვება მოუწევს.

მადრიდულ გრანდში კი, მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს და ერთ-ერთი რეალური ვარიანტი მამარდაშვილია, რომლის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა, მაგრამ „ვალენსიამ“, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობა უდგას, შეიძლება ის 25 მილიონ ევროდ გაუშვას.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო“ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ინტერესდება 23 წლის ქართველი მეკარით, რომელიც არა მარტო საიმედო აწმყოს, არამედ მომავალსაც წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს, კონტრაქტი კი, 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:50 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია უნივერსალზე ბაიერნის თამაშს გაუშვებენ, ლიგა მაინც მაყურებინეთ წესიერათ, იმის პრეტენზია აღარ მაქვს პრემიერლიგა და ლალიგის ძირითადი თამაშები ფასიანზე რომ გადაიტანეთ

15:53 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაფერი უფასოდ ვერ იქნება, ეგ მეც მესმის, მაგრამ ლიგაზე მაგარი ცუდს აკეთებთ

15:37 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტუხელი რამდენიმე თამაშის ჩაგდების გამო გააგდეს, ამას ძაან ბევრი აპატიეს

14:56 | 08.03.2023
Bachana705 (373)

ისე დორტმუნდი გასულიყო ჯობდა არისტოკრატებისთვის. იმ მოსიარულე დიშლას მაინც გააგდებდნენ გუნდიდან.

14:10 | 08.03.2023
sul2 (1775)

ბენფიკა ძალიან ძლიერი გუნდია, ამ ეტაპზე მათთან შეხვედრა არავისთვის იქნება საჩუქარი, სეზონის რაღაც ეტაპზე ჩავარდნა დაეწყებათ სავარაუდოდ.

08:40 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნაპოლისთვის შედარებით კარგი ვარიანტი ბენფიკაა, ან ინტერი-პორტო

08:38 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვულოცავ ჩელსის ფანებს გუნდის მეოთხედფინალში გასვლას, იმედია დანარჩენი ინგლისური გუნდებიც გავლენ, ნუ ლივერპულს მხოლოთ თეორიული შანსი აქვს

0.07473