მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა „რეალთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთებში შეგვეძლო წინ გასვლა. შემდეგ შევწყვიტეთ ჩვენი გეგმის შესრულება, არც კი ვიცი, რატომ. გოლი გავუშვით და საქმე გართულდა. მეორე ტაიმი უკეთესად წარიმართა. მეტი მონდომება გამოვიჩინეთ, 2:1 გავხადეთ ანგარიში და კიდევ ბევრი შანსი გვქონდა, მესამე გოლი უნდა გაგვეტანა”, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ საპასუხო მატჩი 8 მაისს, მადრიდში გაიმართება.