Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, აურელიო დე ლაურენტისს ახალი გუნდის აშენება მის გარშემო სურს იმის განურჩევლად, თუ ვინ იქნება „ნაპოლის“ მწვრთნელი მომდევნო სეზონში.
„კვარაცხელიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, როგორიც არ უნდა იყოს საფასური. დე ლაურენტისს მკაფიო იდეები აქვს და კვარა მთავარი დასაყრდენი ფეხბურთელი იქნება მომდევნო მწვრთნელისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის“, - თქვა უგოლინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.