ფეხბურთი

21:05 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯის და VAR-ის დიალოგი მამარდაშვილის წითელ ბარათზე
მსაჯმა მამარდაშვილი პირველი ტაიმის ბოლოს გააძევა

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

ქართველი მას შემდეგ გააძევეს, რაც მთავარმა მსაჯმა რიკარდო დე ბურგოსმა VAR-ზე უყურა ეპიზოდს და სიტუაცია აშკარა საგოლე შანსად შეაფასა.

Marca-მ გამოაქვეყნა ვიდეორეფერის ოთახიდან მსაჯის, ხაიმე ლატრეს და დე ბურგოსის დიალოგი:

ლატრე: „რიკარდო, გირჩევ, მოხვიდე და უყურო მომენტს, მოგცემ ორ კამერას, საიდანაც ჩანს, რომ ხელით თამაშია“.

დე ბურგოსი: „კარგი. ვაპირებ ჯარიმის დანიშვნას და წითელი ბარათის ჩვენებას აშკარა საგოლე შანსის ჩაშლისთვის“.

საბოლოოდ, დე ბურგოსი ასეც მოიქცა და ქართველ კიპერს პირველი ტაიმის მიწურულს მოედანი დაატოვებინა. „ვალენსიამ“ „ბარსელონასთან“ პირველი ნახევარი 2:1 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ, 2:4 წააგო და უქულოდ დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110373