ფეხბურთი

19:59 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელი კვარაცხელიას ხელფასად 5 მილიონს ითხოვს
დე ლაურენტისის შეთავაზებაც ცნობილია

„ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია და ახლა მხოლოდ ზარს ელოდება, რათა აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ჯუღელს სურს გაიგოს კლუბის გეგმები, როგორც გუნდთან მიმართებაში, ისე - ხვიჩასთან. კვარაცხელია ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მისი გარემოცვა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 5 მილიონი ევროს ხელფასს ითხოვს.

დე ლაურენტისმა იცის, რომ მოუწევს პირობების გაუმჯობესება, თუმცა სურს, ბონუსების ჩათვლით მაქსიმუმ 4.5 მილიონი ევრო გადაიხადოს, როგორც ეს იყო ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტში, სანამ ნიგერიელი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა.

გარდა ამისა, პარალელურად ცნობილია, რომ ჩავის კვარაცხელიას „ბარსელონაში“ გადაბირება უნდა, მაგრამ ხელშემშლელი ფაქტორი ქართველის მაღალი სატრანსფერო ღირებულებაა.

სავარაუდოდ, ყველაფერი უახლოეს ხანში უნდა გადაწყდეს. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მას იტალიურ კლუბში 85 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, 21-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111144