წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა საბერძნეთის როდოსზე დასრულებულ ევროპის ქალთა რიგით 24-ე ჩემპიონატზე.
ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით II – IX ადგილები გაინაწილეს.
დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ჯავახიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო ბაციაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა.
ასევე, ორივე მათგანმა მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
კარგად ითამაშეს და საკმაოდ დიდი სარეიტინგო ქულების მატება აქვთ: ანასტასია კირთაძეს, მართა ცეცხლაძეს და კესარია მგელაძეს.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
- ლელა ჯავახიშვილი (2447) – 7,5 ქულა; +8 ქულა რეიტინგის მატება;
- ნინო ბაციაშვილი (2445)- 7,5 ქულა; +2 ქულა;
- სალომე მელია (2322) – 6,5 ქულა; +3 ქულა;
- ანასტასია კირთაძე (2044) – 5,5 ქულა; +98 ქულა;
- მარიამ ჯანიაშვილი ( 1964) – 5 ქულა; +53
- კესარია მგელაძე (2094) – 4,5 ქულა; 86 ქულა;
- ნია დონღვანი (2028) – 4,5 ქულა; +42 ქულა;
115.დიანა ლომაია (2005) – 4,5 ქულა; + 17 ქულა;
- მარიამ ცეცხლაძე (1955) – 4,5 ქულა; +90 ქულა.
- თამარ ესაძე (1965) – 4,5 ქულა;+29
- ლილე ქორიძე (2121) – 4,5 ქულა; -22 ქულა;
- ბელა ხოტენაშვილი (2454) - 4 ქულა; -35 ქულა;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია