„ბაიერნის" ყოფილმა ვარსკვლავმა, ლოთარ მათეუსმა ჟურნალისტებს მადრიდის „რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მოლოდინი გაუზიარა და „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტიზეც ისაუბრა.
„კარლო არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელია, არამედ შესანიშნავი ფეხბურთელიც იყო. მის წინააღმდეგ მილანში ვითამაშე. ანჩელოტი მადრიდში კარგად მიიღეს თავისი იტალიური მანერით. ის „რეალის" პროფესიონალებისთვის მამასავითაა, ისევე როგორც იუპ ჰაინკესი იყო მიუნხენურ გუნდში რამდენიმე წლის წინათ.
ჩემთვის მიუნხენის „ბაიერნი" ფავორიტია „რეალთან" მატჩში", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sky Sport Germany.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.