ფეხბურთი

11:04 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: "ჰოლანდმა მოუმატა და უკვე ჩემპიონშიფის დონეზეა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამჯერად ჩემპიონშიფის ფეხბურთელს შეადარა.

რამდენიმე კვირის წინ კინმა ნორვეგიელი გააკრიტიკა და თქვა, რომ ლიგა 2-ის დონეზე თამაშობდა (ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონი). ამჯერად, უკვე აღნიშნა, რომ პროგრესი აქვს და ინგლისის მეორე დივიზიონის დონეზე თამაშობს...

„მან ძალიან მოუმატა, ახლა ჩემპიონშიფის ფეხბურთელის დონეზეა. რა თქმა უნდა, გოლების თვალსაზრისით ის ფანტასტიკურია და ამ მხრივ მასში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, მომავალში თამაშზე უფრო მეტი გავლენა უნდა მოახდინოს“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნოტინგემ ფორესტი“ 2:0 დაამარცხა და ჰოლანდმა შეცვლაზე ითამაშა, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხა.

0.115655