ფეხბურთი

23:48 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო კალცონა: "კვარა შევცვალე, რადგან დაღლილი იყო და ტრავმის საშიშროება არსებობდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „რომასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. მას სხვა თემებთან ერთად ჰკითხეს, რატომ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელია.

როგორც კალცონამ აღნიშნა, ხვიჩა ძალიან დაღლილი იყო და არსებობდა რისკი, რომ ტრავმა მიეღო, ამიტომ, შეცვალა.

„კვარაცხელია დაღლილი იყო, ყურადღებით უნდა ვიყო, რომ ბიჭების ტრავმები თავიდან ავიცილოთ. მან ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. ზოგჯერ იძულებული ხარ ცვლილება გააკეთო და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცვლილება გაგვეკეთებინა, ის ფანტასტიკური ბიჭია“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 50 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩება. ეგ კი არა, მე-7 ადგილს 5 ქულა აშორებს, სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტურიღა დარჩა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მაისს, სტუმრად „უდინეზესთან“ ჩაატარებს.

0.115884