ფეხბურთი

19:24 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ლონდონური დერბი მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „არსენალმა“ „ტოტენჰემი“ სტუმრად დაამარცხა და საჩემპიონო რბოლაში ისევ ბოლომდე ჩართულია.

მიკელ არტეტას გუნდმა პირველი ტაიმი ჩაატარა დიდებულად, როცა ემილ ჰოიბერგის ავტოგოლით, ბუკაიო საკას და კაი ჰავერცის გოლებით 3:0 დაწინაურდა და დიდი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ნახევარში „დეზებმა“ კრისტიან რომეროს და ჰონ-მინ სონის გოლებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ მოძულე მეტოქეს ქულები მაინც ვერ დააკარგვინეს - 2:3.

„არსენალი“ 80 ქულით ლიდერია, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული (სხვაობა ახლა 4 ქულაა). „ლივერპული“ საჩემპიონო ბრძოლას შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩამოშორდა. „ტოტენჰემი“ 60 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

„ტოტენჰემი“ – „არსენალი“ 2:3 (0:3)

გოლები: 0:1 ჰოიბერგი (15, ა.გ), 0:2 საკა (27), 0:3 ჰავერცი (38), 1:3 რომერი (64), 2:3 სონი (87)

0.122476