ფეხბურთი

16:22 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ-ბოაში "პორტუს" პრეზიდენტად აირჩიეს

ანდრე ვილაშ-ბოაში პორტუს პრეზიდენტად აირჩიეს. ყოფილმა მწვრთნელმა არჩევნებში, რომელშიც 26 876 ადამიანი მონაწილეობდა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ვილაშ-ბოაში „დრაკონების“ პრეზიდენტად 4-წლიანი მანდატით, 2028 წლამდე აირჩიეს. ამრიგად, დასრულდა ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოშტას ეპოქა, რომელიც „პორტუს“ 15 მანდატით პრეზიდენტობდა, 1982 წლიდან.

46 წლის ვილაშ-ბოაში "პორტუს" ისტორიაში 32-ე პრეზიდენტი გახდა. ანდრემ 21 489 ხმა მიიღო. იყო კიდევ ორი კანდიდატი - ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოშტა (5 224 ხმა) და ნუნუ ლობო (53 ხმა), რომლებსაც მან ადვილად აჯობა.

ანდრე ვილაშ-ბოაშმა სამწვრთნელო კარიერა 2021 წელს დაასრულა, როცა „მარსელი“ დატოვა. მას ასევე უმუშავია „აკადემიკაში“, „ჩელსიში“, „ტოტენჰემში“, „ზენიტსა“ და „შანხაიში“, ხოლო „პორტუს“ 2010-2011 წლების სეზონში წვრთნიდა და გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ევროპა ლიგა მოაგებინა.

0.123611