„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს მერვედფინალური სერიის მეოთხე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი“ დამაჯერებლად, 112:89 დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმის შემდეგ „კავსი“ 9 ქულით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში „ორლანდომ“ მეტოქეს შანსი უბრალოდ არ მისცა და გამარჯვებაც იზეიმა.
გოგა ბითაძეს თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ 4 წუთით მიეცა, ამ დროში კი 1 პასის მითვლა მოასწრო, ხოლო მეტოქის კალათისკენ ბურთი არ უსვრია.
საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 34 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. „კლივლენდში“ ჯარეტ ალენი (21 ქულა, 9 მოხსნა) და დონოვან მიტჩელი (18 ქულა, 6 პასი) გამოირჩნენ.
სერიაში ანგარიში თანაბარია (2:2), ხოლო მეხუთე მატჩი პირველ მაისს, კლივლენდში გაიმართება.