ფეხბურთი

23:12 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმი“ სენსაციურად დამარცხდა „გაგრასთან“

დღეს, 27 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის სამი მატჩი გაიმართა. დღის გვიან შეხვედრაში „ბათუმმა“ შინ სენსაციურად წააგო აუტსაიდერ „გაგრასთან“ – 0:1.

ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე მათე ვაწაძემ გაიტანა.

ამისდაკვალად, 23-ქულიანი „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზეა. „გაგრამ“ 7 ქულა მოაგროვა და ბოლო ადგილი დატოვა.

ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც დღეს „ტორპედოსთან“ გაიყო ქულები (3:3). მეორე ადგილზე კი „დილაა,“ რომელიც ბოლო წუთებამდე აგებდა „სამგურალთან,“ მაგრამ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 1:1.

0.114091