საბერძნეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „პანეტოლიკოსმა“ „ატრომიტოსთან“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჯიმი ტაბიძის გოლით 1:0 მოიგო.
ქართველმა მცველმა 53-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი სადებიუტო გოლია საბერძნეთში (7 მატჩში). ჯიმიმ გოლის გარდა, ორი ყვითელიც ბარათიც მიიღო და შესაბამისად, 96-ე წუთზე გააძევეს. „პანეტოლიკოსში“ ლევან შენგელიას არ უთამაშია, რომელიც ტრავმირებულია.
„პანეტოლიკოსმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო და 33 ქულით მე-11 ადგილზეა, ამ გამარჯვებით კი, სუპერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.