„ლევერკუზენს“ როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში წაგება არ უწერია. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ამაზე მიუთითებს.
„ფარმაცევტებმა“ ძალიან ბევრ მატჩი მოიგეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ან წაგებას თავი დააღწიეს. ახლაც ასე იყო. ბუნდესლიგის 31-ე ტურში ჩავი ალონსოს გუნდი ჩემპიონის რანგში შინ პირველად თამაშობდა და ორბურთიანი სხვაობით აგებდა „შტუტგარტთან“, მაგრამ ისევ არ წააგო.
„ლევერკუზენმა“ ერთი გოლი 62-ე წუთზე გაქვითა, ანგარიში კი, 96-ე წუთზე ანდრიხის გოლით გაათანაბრა, როცა კომპენსირებულ დროს წუთი იყო გადაცილებული. გოლის შემდეგ მატჩიც დასრულდა. ასე დრამატულად გადაურჩა „ბაიერი“ სეზონში პირველ წაგებას და ყველა ტურნირზე 46-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
„ლევერკუზენი“ გერმანიის ჩემპიონია უკვე ორი ტურია, „შტუტგარტი“ კი 64 ქულით მესამეა და ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურთან.