დღეს, 27 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის სამი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა. ლიდერმა „იბერიამ“ „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 3:3 დამთავრდა.
მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ჯერ თბილისელებმა იძალეს, ისინი მე-5 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ კომახიძისა და ჯგერენაიას გოლებით, თუმცა ნახევარი საათის თავზე სტუმართა ბრაზილიელმა, ფელიპე პირესმა ერთი ბურთი გაქვითა.
მე-60 წუთზე გიორგი კოხრეიძემ ისევ დააწინაურა მასპინძლები, 72-ზე არაბიძემ ზუსტად დაარტყა პენალტი და 3:2. ბოლოს კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ბიორნ იონსენის ჯერი დადგა. ნორვეგიელმა 90+3 წუთზე გაიტანა გამათანაბრებელი და საბოოოდ - 3:3.
ეს ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გახლდათ მიმდინარე სეზონში.
ახლა „იბერიას“ 26 ქული მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. 18-ქულიანი „ტორპედო“ კი მეოთხე ადგილზე დგას.
ამ წუთებში ტურის კიდევ ორი მატჩი მიმდინარეობს: „დილა“ „სამგურალს“ მასპინძლობს. „ბათუმი“ – „გაგრას.“