ფეხბურთი

18:07 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ალესანდრო ბონჯორნოს შეძენა სურს

„ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს, პირველ რიგში კი, ცენტრალური მცველის შეძენას.

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლელების ფავორიტი „ტორინოს“ მცველი ალესანდრო ბონჯორნოა, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და იტალიის ნაკრებში მუდმივად იძახებენ.

ტურინელები 24 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 40 მილიონ ევროდ აფასებენ, მის მიმართ ინტერესს კი, „ნაპოლის“ გარდა, „მილანი“, „ტოტენჰემი“ და „ინტერიც“ იჩენენ. ასე რომ, „აძურის" ფეხბურთელისთვის ბრძოლა მოუწევს.

ნეაპოლში ბონჯორნოს ალტერნატივებიც ჰყავთ: მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი მარიო ერმოსო და „ფეიენოორდის“ სლოვაკი ფეხბურთელი დავიდ ჰანჩკო. აღსანიშნავია, რომ ერმოსოს მადრიდელებთან კონტრაქტი ეწურება, შესაბამისად, თავისუფალი აგენტი ხდება და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ალესანდრო ბონჯორნო „ტორინოს“ აღზრდილია და უკვე მეორე სეზონია გუნდის მთავარი ლიდერია. ის იტალიის ნაკრების წევრიცაა, სადაც ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

0.119271