ფეხბურთი

15:45 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" პიოლის სავარაუდოდ, ლოპეტეგი შეცვლის

„მილანი“ ზაფხულში დიდი ალბათობით, მთავარ მწვრთნელს შეიცვლის. სტეფანო პიოლის დათხოვნა თითქმის გადაწყვეტილია და იტალიური პრესა უკვე მის მემკვიდრეებზე წერს.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ამჟამად მთავარი ფავორიტი ესპანელი ხულენ ლოპეტეგია, რომელთანაც „როსონერის“ წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ. ფინანსური დეტალები კი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ლოპეტეგი ბოლოს „ვულვზში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „სევილიას“, „რეალის“, ესპანეთის ნაკრების, „პორტუს“ და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების დამრიგებელი იყო.

გარდა ამისა, „მილანს“ კრისტოფ გალტიეს, ტიაგო მოტას, დომენიკო ტედესკოს, პაულუ ფონსეკას და მარკ ვან ბომელსაც უკავშირებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი კანდიდატი მაინც 57 წლის ესპანელი სპეციალისტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113336