ფეხბურთი

14:23 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

15 000-მდე ხელმომწერი: "ბაიერნის" ფანების ნაწილს ტუხელის დარჩენა სურს

„ბაიერნის“ ზოგიერთმა გულშემატკივარმა პეტიცია შექმნა, რომ გუნდში თომას ტუხელი მომდევნო სეზონშიც დარჩეს.

როგორც გერმანული მედია წერს, აღნიშნულ პეტიციას უკვე 15 000-მდე ხელმომწერი ჰყავს. ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ბაიერნში“ ტუხელის დარჩენის მომხრე კლუბის ქომაგთა ასეთი რაოდენობაც თუ იქნებოდა.

თუმცა, სიტუაცია არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ შეცვალა, არამედ უფრო იმან, რომ ტუხელის შემცვლელთა შორის აქამდე გაჟღერებული ვარიანტებიდან ფანებს არავინ მოსწონთ. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მათ ისევ ტუხელი სჯობს. ამიტომაც, ურჩევნიათ, რომ გუნდში თომასი დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს „ბაიერნს“ ყველაზე აქტიურად რალფ რანგნიკს უკავშირებენ, რომელმაც დაადასტურა, რომ „რეკორდმაისტერი“ მისით მართლაც დაინტერესებულია.

0.115159