ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სან სებასტიანში, „სოსიედადს“ გადახალისებული შემადგენლობითაც აჯობა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 29-ე წუთზე არდა გიულერმა გაიტანა და თურქმა ტალანტმა „სამეფო კლუბს“ მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ძირითადი შემადგენლობა პრაქტიკულად დაასვენა.
„რეალი“ 84 ქულით ლიდერობს ლა ლიგას და ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ დრო აშორებს, ხოლო „სოსიედადი“ 51 ქულით მეექვსე ადგილზეა.