როტერდამის „ფეიენოორდის“ მწვრთნელი არნე სლოტი „ლივერპულს“ უახლოვდება. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, კლუბებს შორის კომპენსაციის თანხაზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი და შემდეგ სლოტის ინგლისში გადასვლასაც მწვანე შუქი აენთება.
შეგახსენებთ, რომ არნე სლოტი იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი კანდიდატია და ნიდერლანდელმა მწვრთნელმაც დაადასტურა, რომ მას „წითლებში“ გადაბარგება სურს.