ფეხბურთი

23:04 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "კრიტიკა? ტელევიზორის წინ საუბარი ადვილია, იტალიაში 60 მილიონი მწვრთნელია"

გენუის „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კრიტიკოსებს უპასუხა. როგორც მან თქვა, იტალიაში ნებისმიერი ადამიანი (60 მილიონი) მწვრთნელია და ადვილია ფეხბურთზე საუბარი, როცა ტელევიზორის წინ ხარ, მაგრამ ფეხბურთში მუშაობა სულ სხვაა.

„სოციალურ მედიაში მაკრიტიკებენ? ეს ნორმალურია: თუ იმარჯვებ, კარგი ხარ, თუ მარცხდები - არა. იტალიაში 60 მილიონი მწვრთნელია, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. ადვილია ლაპარაკი, როცა სტადიონზე ხარ ან თამაშს ტელევიზორიდან უყურებ, სულ სხვაა, როცა ყოველდღე მუშაობ. კრიტიკას ჩემზე გავლენა არასდროს მოუხდენია და ჩემი გონებით გავაგრძელებ მუშაობას“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორია“ სერია B-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მერვე ადგილზეა და ჯერჯერობით, პლეი-ოფის ზონაშია.

0.11964