ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლენოვო ტენერიფემ“ „პერისტერი“ დაძაბულ ბრძოლაში 97:93 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 26 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის გარდა, ესპანურ გუნდში მარსელინო უერტასი (27 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი) და კაილ გაი გამოირჩნენ (34 ქულა, 5 მოხსნა).
„ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მურსია" - „უნიკახას“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.