საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულები ისევ დაკარგა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ძალიან ცუდი სეზონი აქვს და 11 ტურში მხოლოდ 3-ჯერ მოიგო. ანდრეს კარასკოს გუნდმა მეტოქეს ვერაფერი დააკლო. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში თელაველებმა შინ 4:0 მოიგეს, ამჯერად ნულოვან ფრეს მიაღწიეს.
„დინაომ თბილისი“ 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში, ქუთაისში, „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მეშვიდეა და წინ გორის „დილასთან“ მატჩი აქვს.