ფეხბურთი

20:54 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთის" მორიგი 3 ქულა ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური „კოლხეთის“ და „სამტრედიას“ მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ფოთელებს დაწინაურების კარგი შანსი 69-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ კირილ კლიმოვმა პენალტი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, 4 წუთის შემდეგ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა ლაშა კოხრეიძემ და ანგარიში გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი, გიორგი აბუაშვილმა გამოიჩინა თავი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამრიგად, „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლიმენტი წიტაიშვილს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

ფოთის „კოლხეთი“ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით მეცხრეა და მომდევნო მატჩი „იბერიასთან“ ელოდება.

„კოლხეთი“ – „სამტრედია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კოხრეიძე (73, პენ), 2:0 აბუაშვილი (90)

0.116327