„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა არნე სლოტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მერსისაიდულ კლუბში მის შემცვლელად განიხილება.
„რაც შემიძლია სლოტს ვუთხრა, ისაა, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოა და ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მე არ ვარ ჩართული ჩემი შემცვლელის საკითხში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სლოტი ძალიან მომწონს. თუ ის ჩემი მემკვიდრეა, ეს კლუბისთვის ძალიან კარგი იქნება. მომწონს მისი სტილი, ის კარგი მწვრთნელი და კარგი ადამიანია“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელობაზე არნე სლოტი უკვე დათანხმდა, მაგრამ ახლა კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგან მას „ფეიენოორდთან“ კონტრაქტი აკავშირებს.