„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა სტეფანო პიოლი დაინიშნოს. ამის შესახებ Il Mattino იტყობინება.
წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისს პიოლის ვარიანტი ძალიან მოსწონს და პირადი კონტრაქტიც გაუმზადა - 2-წლიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმად იტალიელის ხელფასი სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.
თუმცა, დე ლაურენტისი პიოლისთან მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე არ აპირებს, სანამ ის „მილანისგან“ არ გათავისუფლდება, რადგან არს სურს „როსონერისთან“ მოლაპარაკებები მწვრთნელის თაობაზე.
ასე რომ, მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორი, თუ პიოლის სეზონის ბოლოს „მილანიდან“ დაითხოვენ, რაც იტალიური მედიის ვარაუდით, დიდი ალბათობით, მოხდება.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლიმ „მილანს“ 2022 წელს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.