როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა დაადასტურა, რომ „ლივერპული“ იწვევს და ინგლისში კარიერის გაგრძელების სურვილიც არ დამალა.
როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ „ფეიენოორდის“ ხელმძღვანელობა წასვლაში ხელს არ შეუშლის.
„მინდა გავხდე „ლივერპულის“ ახალი მწვრთნელი, ჩემი გადაწყვეტილება ნათელია. „ფეინოორდი“ და „ლივერპული“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ველოდები, რა გამოვა.
თავდაჯერებული ვარ, ველოდები კლუბების შეთანხმებას. მჯერა, რომ "ფეიენორდი" გამიშვებს „ლივერპულში“, რადგან ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯი იქნება. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მე აქ ველოდები. ბედნიერი ვარ „ფეიენორდში“, მაგრამ „ლივერპული“ ჩემთვის ფანტასტიკური შესაძლებლობა იქნებოდა", - უთხრა სლოტმა ESPN-ს.
აქვე გეტყვით, რომ არნე სლოტს „ფეიენოორდთან“ კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ, ბრიტანეთში წერენ, რომ „ლივერპულს“ ნიდერლანდური კლუბისთვის 15 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ასე რომ, დიდი შანსია იურგენ კლოპი არნე სლოტმა შეცვალოს.