ფეხბურთი

1:22 | 26.04.2024 | ნანახია 410 - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონი" გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგაში 29-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრაიტონ ალბიონი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ფილ ფოდენმა დუბლი შეასრულა, ერთხელ კევინ დე ბრუინმაც გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა. მეორე ნახევარში ხულიან ალვარესმა მეოთხეც შეაგდო და პეპ გვარდიოლას გუნდმა ადვილად გაიმარჯვა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 76 ქულა დააგროვა და „ლივერპულს“ 2 ქულით გაასწრო, ხოლო „არსენალს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორივესთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად, პოტენციურად ლიდერია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 11.06.2017
mota (28)

ბრავო უესლი...

20:02 | 10.06.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06637
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
410