ფეხბურთი

17:58 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონში" ნიგერიელი თავდამსხმელის შემცვლელად მიქაუტაძეს განიხილავენ

„ლიონი“ ნიგერიელი თავდამსხმელის, გრიფტ ორბანის შემცვლელს ეძებს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ორბანმა ვერ გაამართლა მოლოდინი და უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს, რის გამოც დიდი შანსია, რომ ზაფხულში გუნდი დატოვოს. „ლომები“ კი, მის შეცვლაზე მუშაობას უკვე შეუდგნენ.

Jeunes Footeux-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც „ლიონს“ კარგად იცნობს, რადგან ფეხბურთის თამაში სწორედ ამ კლუბის აკადემიაში დაიწყო.

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო უფლებები „აიაქსს“ ეკუთვნის, რომელიც სავარაუდოდ, 10 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მოითხოვს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ქართველ ფორვარდს „მეცში“ შესანიშნავი სეზონი აქვს და ცხადია, მისი პრიორიტეტი სწორედ საფრანგეთში დარჩენა იქნება.

0.118966