ფეხბურთი

12:50 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვირჯილ ვან დეიკი: „ყველაფერი ბრძოლით მოიპოვება“

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერლიგის ტიტულის რბოლაში მერსისაიდელების მონაწილეობაზე ისაუბრა და „ევერტონთან“ წაგების შემდეგ (0:2) თანაგუნდელებს მიმართა.

„ჩვენ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულები ვიყავით, მიუხედავად ყველა ტრავმისა. მოსულმა ფეხბურთელებმა თავისი საქმე შეასრულეს, ახალგაზრდებმაც დიდი წვლილი შეიტანეს და ცხადია, აქამდე კარგ მდგომარეობაში ვიყავით.

ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლებდით. მაგრამ არ მაინტერესებს რას იტყვის ვინმე, ჩვენ ახლა აქ ვართ და ყველამ ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი მოიპოვება ბრძოლით, თქვენი გამოწვევების მოგების სურვილით და გოლის გატანის თავდაჯერებულობით“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

34 ტურის შემდეგ ლივერპული 74 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატს „არსენალი“ ლიდერობს (77 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136134