ფეხბურთი

12:23 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიეზა ზაფხულში „იუვენტუსიდან“ წასვლას აპირებს, თუ ალეგრი გუნდის მთავარ მწვრთნელად დარჩება

„იუვენტუსის“ გარემარბი ფედერიკო კიეზა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას კლუბის დატოვებას აპირებს, თუ მასიმილიანო ალეგრი გუნდის მთავარ მწვრთნელად დარჩება - წერს La Gazzetta dello Sport.

26 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა ალეგრით, რომელმაც რამდენიმე მატჩში 70-ე წუთის შემდეგ შეცვალა. სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში „ტორინოსთან“ (0:0) შეცვლის შემდეგ კიეზა ისე იყო აღელვებული, რომ თანაგუნდელებს ბრაზის გასაქრობად რამდენიმე წუთით მარტო დატოვება სთხოვა.

„იუვენტუსს“ არ სურს კიეზას თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება, ამიტომაც მზადაა ამ ზაფხულს გაყიდოს, თუ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს იტყვის.

იტალიელი „იუვენტუსში“ „ფიორენტინადან“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 44,6 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე სეზონში კიეზამ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.125422