ფეხბურთი

11:48 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კროოსმა განმარტა, თუ როგორ მოატყუა ანჩელოტიმ „რეალის" ფეხბურთელები

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განმარტა, თუ როგორ აძლიერებს გუნდს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავისებური ხუმრობებით.

„ანჩელოტიმ „მალიორკასთან" მატჩის წინ გვითხრა: „თუ გავიმარჯვებთ, ჩემპიონები გავხდებით". მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მოგვატყუა: „მოგატყუეთ, თუ მომავალ კვირას მოვიგებთ, მაშინ ყველაფერი დამთავრდება", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს COPE.

ამ დროისთვის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ადგილზეა, „ბარსელონა“ კი 9 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120184