ფეხბურთი

0:43 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რალფ რანგნიკი: "ბაიერნთან" კონტაქტი მქონდა"

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტაქტი ჰქონდა.

„რეკორდმაისტერი“ თომას ტუხელის შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და ბოლო დროს, რანგნიკის ვარიანტზე აქტიურად წერენ. გამოცდილმა სპეციალისტმა ეს ცნობა არ უარყო და დაადასტურა კიდეც:

„იყო ჩვენს შორის კონტაქტი, მაგრამ ახლა მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ვარ ორიენტირებული. ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციასაც ვაცნობე ამის შესახებ, ჩვენ სანდო ურთიერთობა გვაქვს. ავსტრიის ნაკრებში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და თუ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მეტყვის, რომ ჩემთან თანამშრომლობა სურთ, ჩემს თავს ვკითხავდი, ეს არის თუ არა ის, რაც მე მინდა“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, რომ რალფ რანგნიკი ბოლო პერიოდში ავსტრიის ნაკრებში მუშაობს, რომელიც ევრო 2024-ზე ითამაშებს.

0.132279