ფეხბურთი

21:04 | 24.04.2024 | ნანახია NaN - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ფინალისტები გაირკვა

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ფინალისტები გაირკვა. „იოკოჰამა მარინოსმა“ „ულსან ჰიუნდაის“ საკუთარ მოედანზე პენალტები სერიაში აჯობა.

იაპონელებმა პირველი მატჩი სტუმრად 0:1 წააგეს, ხოლო შინ უკვე 30-ე წუთზე 3:0-ს იგებდნენ. თუმცა, პირველივე ტაიმში „ულსანმა“ ორი გოლი გაიტანა, რითაც ორმატჩიან დუელში ანგარიში გათანაბრდა, გარდა ამისა, 39-ე წუთიდან „იოკოჰამა“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მიუხედავად ამისა, „იოკოჰამამ“ გაძლო 10 ფეხბურთელით და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც 5:4 მოიგო და ფინალში გავიდა.

მეორე ფინალისტი ერნან კრესპოს გაწვრთნილი „ალ აინია“. ემირატების კლუბმა „ალ ჰილალს“ ჯერ შინ აჯობა 4:2, ხოლო სტუმრად ზეწოლას გაუძლო, მხოლოდ 1:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11 მაისს, „იოკოჰამა“ უმასპინძლებს „ალ აინს“, ხოლო საპასუხო მატჩი 2 კვირის შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება და ჩემპიონიც იქ გაირკვევა.

"იოკოჰამა" - "ულსან ჰიუნდაი" 3:2 პენ: 5:4 - ორი მატჩის ჯამში: 3:3

"ალ ჰილალი" - "ალ აინი" 2:1 - ორი მატჩის ჯამში: 4:5


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:10 | 06.10.2019
ogafa (10220)

ყოჩაღ წარატებები

22:05 | 06.10.2019
Levan911 (2406)

კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.

0.072927