ფეხბურთი

16:01 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდური მედია: "აიაქსში" მიქაუტაძის მომავალი გადაწყვეტილია, ის არ დაბრუნდება"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მომავალზე ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International-ი წერს, რომელიც იტყობინება, რომ „აიაქსიდან“ ქართველის წასვლა გადაწყვეტილია.

წყაროს თანახმად, ამსტერდამულ კლუბს მიქაუტაძე უბრალოდ არ სჭირდება და ფეხბურთელსაც არ სურს ნიდერლანდებში დაბრუნება. შესაბამისად, ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის.

მოსალოდნელია, რომ „აიაქსი“ 23 წლის ქართველს სხვა ფრანგულ კლუბში ან სულაც, სხვა ქვეყანაში გაყიდის. „მეცს“ აქვს მისი გამოსყიდვის ვარიანტი 10 მილიონ ევროზე მეტად, მაგრამ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ 9 უგოლო მატჩი ჩაატარა და იანვარში იჯარით „მეცს“ დაუბრუნდა, სადაც ისევ შესანიშნავად ათამაშდა და საფრანგეთის ლიგა 1-ში 16 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.118182