ფეხბურთი

15:37 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი ტიტულისთვის ბრძოლაზე: „ლივერპულს“ წინ ხუთი ფინალი ელის“

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მიმდინარე პრემიერლიგაში მერსისაიდელთა საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, სეზონის ამ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისთვის“ ქულების დაკარგვის ალბათობა მცირეა. ასე წარსულშიც იშვიათად ხდებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პოზიციაზე. გასული კვირა იმედგამაცრუებელი გახლდათ. ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი. მაგრამ თუ მოხდება, „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ქულებს დაკარგავენ, მაშინ კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ამიერიდან ხუთი ფინალი გველის წინ. ხუთიდან ხუთი მოგების მიღწევა ერთადერთია, რასაც საკუთარი თავისგან ველით, ერთადერთი, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ“, - ციტირებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-საიტი ალექსანდერ-არნოლდის სიტყვებს.

დღევანდელი მდგომარეობით, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „არსენალი“ ლიდერობს (77 ქულა). მეორე ადგილზე „ლივერპულია“ (74 ქულა, ერთი თამაშით ნაკლები), მესამეზე კი „მანჩესტერ სიტი.“ (73 ქულა, 2 თამაშით ნაკლები).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187139