„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის „არსენალთან“ გადმოტანილ მატჩში (0:5) გამანადგურებელი მარცხის მიზეზზე ისაუბრა.
„გუნდმა აჩვენა წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა - ეს არის პრობლემა. „არსენალი“ ძალიან კარგი გუნდია, მათთან თანაბარი კონკურენცია ყოველთვის რთულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მათ თავისი თამაშის უფლება მივეცით, ეს არის ჩვენი წაგების მიზეზი“, - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BBC.
ინგლისის ჩემპიონატის 34 ტურის შემდეგ „არსენალს“ 77 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. 32 მატჩის შემდეგ, „ჩელსიმ“ 47 ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია