ფეხბურთი

0:38 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ტიაგო სილვა ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდება და „ფლუმინენსეს“ ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი გახდა, 39 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. სილვას „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და ბრაზილიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ბრაზილიელმა 2020 წლიდან ინგლისურ გუნდში დღემდე 146 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ის „ფლუმინენსეს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან ამ გუნდში 2006-2008 წლებში თამაშობდა და 143 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

0.120322