ფეხბურთი

21:16 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Eldesmarque: "ლევანტე" ლა ლიგაში თუ ვერ გადავა, ქოჩორაშვილის გაყიდვა მოუწევს

ვალენსიური გამოცემა Eldesmarque გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეს“ აქტივია და თუ კლუბი ლა ლიგაში ვერ გადავა, მისი გაყიდვა მოუწევს.

„ქოჩორაშვილს კიდევ 6 თამაში აქვს, რომ საბაზრო ღირებულება გაზარდოს, ხოლო „ლევანტეს“ მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ამის მიუხედავად, დახურულ კარს მიღმა იციან, რომ ქართველი გუნდში დიდი აქტივია და თუ კლუბი ლა ლიგაში ვერ აღზევდება, მოუწევთ ფეხბურთელის გაყიდვა ეკონომოკური აუცილებლობის გამო“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.126733