ფეხბურთი

19:17 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ლიგა 1-ში მხოლოდ მბაპეს ჩამორჩება

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 6 თვე ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა, მიუხედავად ამისა, ლიგა 1-ის ბომბარდირებში მაინც მერვე ადგილზეა და მხოლოდ 6 ფეხბურთელი უსწრებს.

გიორგიზე მეტი გოლი ამ დროისთვის მხოლოდ კილიან მბაპეს (26), ჯონათან დავიდს (17), ალექსანდერ ლაკაზეტს (15), პიერ-ემერიკ ობამეინაგს (12), ვისამ ბენ იედერს (11) და ტის დალინგას (11) აქვთ გატანილი, ხოლო გიორგის დარად 10-10 გოლი მიითვალეს გონსალო რამოშმა და ტერემ მოფიმ. ოღონდ, მიქაუტაძემ ეს მხოლოდ 16 მატჩში შეძლო, მოფიმ 25 თამაშში, რამოშმა - 24-ში.

ხსენებულმა ფეხბურთელებმა მთელი სეზონი ლიგა 1-ში გაატარეს და გაცილებით მეტი თამაშიც აქვთ ჩატარებული. რომ ავიღოთ საშუალო სტატისტიკა მატჩებისა და გოლების მიხედვით, მიქაუტაძე მეორე ადგილზეა.

მბაპეს 26 მატჩში აქვს 24 გოლი გატანილი და საშუალოდ თამაშში 0.92 გოლი გამოსდის, მეორე საფეხურზეა მიქაუტაძე, რომელმაც 10 გოლი 16 შეხვედრაში გაიტანა, შესაბამისად, საშუალოდ თამაშში 0.63 გოლი გამოსდის. ის მცირედით უსწრებს ალექსანდერ ლაკაზეტსა და ჯონათან დავიდს, სხვებთან კი, უფრო დიდი უპირატესობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ სეზონი „მეცში“ დაიწყო და 3 ტურში 2 გოლი გაიტანა, შემდეგ „აიაქსში“ გადავიდა, ხოლო იანვარში ფრანგულ კლუბს იჯარით დაუბრუნდა, სადაც 13 მატჩში თავი უკვე 8-ჯერ გამოიჩინა.

0.133405